შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში,
საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, 85 წლის კაცი 4 ადამიანის
მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით,
რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4
ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება
მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.
შსს ამბობს, რომ ბრალდებული ადგილზე დააკავეს.