404 შეცდომა
საგარეჯოში შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, 85 წლის კაცი 4 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით, რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს – შვილს, რძალს და ორ მეზობელს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მეუღლეს და მოკვლით ემუქრებოდა სხვა პირებსაც.

შსს ამბობს, რომ ბრალდებული ადგილზე დააკავეს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print