მეტროში მატარებლის რელსებში კაცი ჩავარდა, მოძრაობა შეზღუდულია
თბილისში, მეტრო სარაჯიშვილზე, ახალგაზრდა კაცი რელსებში ჩავარდა. ამ დროისთვის უცნობია, ცოცხალია თუ არა ის და რა დაზიანებები მიიღო მან.

საგანგებო სიტუაციებიუს მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციისა და მაშველების ბრიგადები. თუმცა, კაცი ამოყვანა რთულია, ვინაიდან ის მატარებლის ქვეშაა მოხვედრილი.

11 საათის მონაცემებით, მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები ვარკეთილიდან დიდუბემდე და პირიქით მოძრაობენ.

წყარო: ნეთგაზეთი
Print