სოფელ ბადიაურში, თევზაობისას 24 წლის ბიჭი დაიხრჩო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მდებარე ერთ-ერთ ტბაში თევზაობისას 24 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევის დროს მამაკაცი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხელნაკეთი თევზსაჭერი მოწყობილება მწყობრიდან გამოვიდა, წყალში მდგომ ახალგაზრდას ჯერ დენმა დაარტყა, შემდეგ კი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.


წყარო: speqtri.ge
Print