სიახლე
ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მჩვლეტავი საგნის გამოყენებით ქალს ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებული კი შსს-ს განცხადებით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ის განცხადებით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია