სიახლე
გორის სოფელ ნაწრეტში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით ცოლ-ქმარი დაიღუპა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია