თბილისის ზღვაში 24 წლის მამაკაცი დაიხრჩო
21:16 / 06.06.2019
თბილისის ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი 1995 წელს დაბადებული მამაკაცია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო:
ინტერპრესნიუსი