ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი ერთ ავტომობილში იჯდა. მათივე ინფორმაციით, დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა დაახლოებით 19:30 საათზე, სარო-ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


 

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

Print