დიღომში 2 პირის დაჭრაში ბრალდებული ხარაგაულში დააკავეს
პოლიციამ ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე
დაზიანების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული უ.გ. ცხელ კვალზე,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვერკში დააკავა.
მას
9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, დიღმის მასივში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები
მიაყენა 1998 წელს დაბადებულ ე.გ-ს და 2001 წელს დაბადებულ მ.მ-ს, რის
შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო
დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება
გაეწიათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა”
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას
გულისხმობს.