16 წელს მიუღწეველი პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ყველაზე მეტი ფაქტი ქვემო ქართლში ფიქსირდება
სრულწლოვანის მიერ 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევის ფაქტზე, 2018 წლს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 134 ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ყველაზე მეტი შემთხვევა ქვემო ქართლში ფიქსირდება. 134 ფაქტიდან 34% ქვემო ქართლში, 18% აჭარაში, 10% კახეთში, 9-9% სამეგრელო ზემო-სვანეთში, 7% თბილისში, 5% სამცხე-ჯავახეთში, 3% გურიაში და 4% შიდა ქართლში ფიქსირდება.

შსს-ს მონაცემების მიხედვით, 16 წრლს მიუღწეველი ოირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევასთან დაკავშირებით შეტყობინების ინიციატორი საქმეთა 37%-ში სამოქალაქო რეესტრი, 21%-ში სოციალური სამსახური, 15%-ში სამედიცინო დაწესებულება, 10%-ში ოჯახის წევრები, 5%-ში სკოლა/რესურს ცენტრები, 4%-ში კი სახალხო დამცველის ოფისია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლეთა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებულ-მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა გოგა რაზმაძემ  აღნიშნული ინფორმაცია ადრეული ქორწინების პრობლემებზე, მარნეულში, გამართულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა.

დისკუსიის ორგანიზატორები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" და სათემო რადიო "მარნეული
".
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები