404 შეცდომა
აფეთქება ვარკეთილის სამხედრო დასახლებაში — არიან დაშავებულები

ვარკეთილის სამხედრო დასახლების კორპუსში ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის ისინი მოთავსებულნი არიან სამედიცინო დაწესებულებებში.



როგორც ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი და ახლა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს მის დასაკავებლად. უწყებაში ჯერჯერობით მოტივის შესახებ არ საუბრობენ.

გამოძიება დაწყებულია სისხილის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის მესამე ა ქვეპუნქტით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.


წყარო: ნეთგაზეთი

 

Print