სიახლე
თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

დღეს, 10 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.



გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, ხსენებული თანხიდან მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია