შსს-ში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას
დაზარალებული მოქალაქეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც "ინტეპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეების გამოკითხვა
უწყების მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
225-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას,
ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.