შსს-მ 20 ივნისის აქციაზე დაზარალებულთა დაკითხვა დაიწყო
შსს-ში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებისას დაზარალებული მოქალაქეების გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც "ინტეპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეების გამოკითხვა უწყების მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print