სიახლე
მარნეულში ერთ ღამეში 4 მანქანა გაძარცვეს
4 აგვისტოს, სავარაუდოდ 4-5 საათისთვის სხვადასხვა ახლოს მდებარე უბნებში მანქანები გაძარცვეს ერთნაირი ხელწერით.

სპეციალური ავარიული გასახსნელი მოწყობილობით გატეხილია მანქანის ფანჯრები და ამოღებული ფული, პირადი ნივთები, მაგნიტოფონი.

მომხდარის შესახებ მანქანების მეპატრონეებმა მხოლოდ დილის 8 საათიდან შეამჩნიეს და პოლიციას შეატყობინეს. ადგილებზე მობილიზებულია პოლიცია

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები





FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია