სიახლე
მარნეულის ერთ-ერთ ჩაიხანაში სამჯერ ისროლეს
დღეს, 10 ოქტომბერს, მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე სამჯერ ისროლეს.

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, ფოსტასთან მდებარე „ჩაიხანაში“ მოხდა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ჩაიხანის“ თანამშრომელმა თქვა, შვიდამდე კაცი „ჩაიხანის“ წინ იჯდა და მათ უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირებმა სამჯერ ისროლეს.

შემთხვევის აგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. სამართალდამცავები ამ დროისათვის შემთხვევის ადგილას არსებულ კამერებს ამოწმებენ.

რადიო „მარნეული“ ამ დრომდე ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას.

რადიო „მარნეული“



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია