სიახლე
"შავ არხში" ცეცხლსასროლ იარაღს ეძებენ
დღეს, 11 ოქტომბერს, მარნეულში ეგრედწოდებულ "შავ არხში" სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები გუშინ მომხდარი სროლის შემდეგ ცეცხლსასროლ იარაღს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ სამართალდამრღვევებმა არხში გადააგდეს. 

მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე სამჯერ ისროლეს. სროლის შედეგად ორი ადამიანია დაჭრილი.

როგორც რადიო „მარნეულს“ „ჯეო ჰოსპიტალში“ განუცხადეს, ორივე ადამიანი წვივის არეშია დაჭრილი. ერთი დაზარალებულს ოპერაცია ამ დრომდე უტარდება, ხოლო მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, ფოსტასთან მდებარე „ჩაიხანაში“ მოხდა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ჩაიხანის“ თანამშრომელმა თქვა, შვიდამდე კაცი „ჩაიხანის“ წინ იჯდა და მათ უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

რადიო "მარნეული"


FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია