სიახლე
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა
ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს ექიმმა დაუდასტურა.

„30 წლის ქალი თავის არეში დაზიანებით კომატოზურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. პაციენტს აღენიშნებოდა ქალასარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ინტრაცერებლური სისხლჩაქცევითა და სისხლის დიდი დანაკარგით. გამოვლინდა ტვინის შეშუპებაც. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში, მართვითი სუნთქვის აპარატზე. სიმპტომური მკურნალობის მიუხედავად პაციენტი გარდაიცვალა“, - განაცხადა ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილების უფროსმა, თეა კორკოტაძემ.

ხაშურში ახალგაზრდა ქალს ყოფილმა მეუღლემ რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. ქალმა თავი სასურსათო მაღაზიას შეაფარა, თუმცა ყოფილი ქმარი დაეწია და მარკეტში ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: imedinews.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები