მარნეულში, ადამიანის დაჭრის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
გუშინ, 15 ოქტომბერს, მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი პირი დაჭრეს.

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, ბრალდებული გუშინ, შემთხვევიდან რამდენიმე საათში, დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განძრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“


Print