გოგონებო, თქვენ მარტო არ ხართ! - პლატფორმა #სალამის ახალი ვიდეო მიმართვა
გოგონებო, თქვენ მარტო არ ხართ! - პლათფორმა სალამის ახალი მიმართვა

მოძრაობა #სალამი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საქართველოს აზერბაიჯანელი გოგონები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ადრეულ ქორწინებასა და განათლების უფლებებზე ამახვილებენ ყურადღებას.

ვიდეოში მიმართავენ მშობლებს, მამებს, რომ მათ თავიანთ გოგონებს მისცენ საშუალება მიიღონ განათლება, ნახონ სამყარო, დაეუფლონ პროფესიას.
ვიდეოში მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ სავარაუდო მსხვერპლი გოგონები მარტო არ არიან.



სალამ“ - ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პლატფორმა მათივე საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ და ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობის მიმართ შექმილი წარმოდგენების შესაცვლელად შეიქმნა. პირველად, პლათფორმამ გარდაბნელი გეოგრაფიის მასწავლებლის მხარდასაჭერად ვიდეო მიმართვა ჩაწერეს.

სალამ, ჩვენ მოვედით!“ - ასე იწყება ახალგაზრდების მიმართვა, რომლებიც მათივე თემში არსებული პრობლემების გასაჯაროების, ნაადრევი ქორწინებისა და გოგოების ძალით გატაცების გასაპროტესტებლად მოდიან.


Print