გარდაბნელმა მასწავლებელმა ჰამიდ სადიგოვმა ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო აიღო
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნული უმცირესობების საბჭომ დღეს, 9 დეკემბერს, გარდაბნელ მასწავლებელ ჰამიდ სადიგოვს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცა. 

ჰამიდ სადიკოვმა 19 წლის მოსწავლის ცოლად შერთვის მიზნით გატაცება გააპროტესტა რის გამოც ის საზოგადოების მიერ ბულინგისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასწავლებლის მიმართ იძულების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, ხოლო 19 წლის გოგონას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

Print