სიახლე
მუმლიკას მხარდასაჭერად - 31 დეკემბერს დაკავებული აქტივისტის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოში შეიკრიბებიან
ხვალ, 13 იანვარს 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის პროცესი გაიმართება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, კონსტიტუციონალისტი, ერთ-ერთია იმ დაკავებულებს შორის, რომლებიც 31 დეკემბერს, პარლამენტის წინ სამართალდამცავების მიერ შვილმოკლული მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებასა და ატრაქციონების დადგმას აპროტესტებდა.

როგორც სოციალურ ქსელ ფეისბუქში შექმნილი ღონისძიების აღწერაში წერია, დაკავების მომენტში გიორგი მუმლაძეს სამართალდამცავებმა განზრახ მიაყენეს დაზიანებები ფეხზე. 

"ხვალ, 13 იანვარს 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის პროცესი გაიმართება. სახელმწიფო მას სტანდარტულად წრვილმანი ხულიგნობის ჩადენას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავების ამსახველ კადრებში ჩანს, რომ გიორგი მუმლაძე საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდა და არც პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას. გიორგი მუმლაძე პოლიციამ უკანონოდ, დაკავების საფუძვლების განმარტების გარეშე დააკავა." - წერია ფეისბუქ ღონისძიების აღწერაში

ხვალ, 13 იანვარს, 14:30 საათზე გიორგი მუმლაძის მხარდასაჭერად მოქალაქეები საქალაქო სასამართლოში აპირებენ შეკრებას.

რადიო "მარნეული"


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები