მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სასამართლომ გაამართლა

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე,

სასამართლომ გაამართლა. სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 22 იანვარს გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებას, მუმლაძე, საკუთარ ფეისბუკზე პოსტის სახით აქვეყნებს

გიორგი მუმლაძის ინტერესებს იცავდა "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, კონსტიტუციონალისტი, ერთ-ერთია იმ დაკავებულებს შორის, რომლებიც 31 დეკემბერს, პარლამენტის წინ სამართალდამცავების მიერ შვილმოკლული მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღებასა და ატრაქციონების დადგმას აპროტესტებდა.

მის მხარდასაჭერად, რამდენიმე კვირის წინ, ფეისბუკ ღონისძიებაც დაანონსდა. პირველი სასამართლო პროცესი 13 იანვარს გაიმართა.

"ხვალ, 13 იანვარს 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის პროცესი გაიმართება. სახელმწიფო მას სტანდარტულად წრვილმანი ხულიგნობის ჩადენას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავების ამსახველ კადრებში ჩანს, რომ გიორგი მუმლაძე საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევდა და არც პოლიციას უწევდა წინააღმდეგობას. გიორგი მუმლაძე პოლიციამ უკანონოდ, დაკავების საფუძვლების განმარტების გარეშე დააკავა." - ეწერა ფეისბუქ ღონისძიების აღწერაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები