მარნეულში მანქანა ქვეითს დაეჯახა
დღეს, 28 იანვარს, მარნეულის ცენტრალურ, რუსთაველის, ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაახლეოებით 17:00 საათზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს, გზაზე გადასვლის დროს, დაეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროშ რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მარნეულის ავერსის კლინიკაში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები