სიახლე
პოლიციელის საქმიანობაში ხელშეშლისათვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარედ მოწყობილ საკარვე ზონასთან, 23 მარტს, ორი მოქალაქე სამართალდამცავი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1996 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1999 წელს დაბადებული გ.ხ. ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ და პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ორივე პირი დაკავებულია. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



ვიდეო: ფეისბუქ გვერდი "საქართველო დაამარცხებს კორონას"



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია