ქვემო ქართლში თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრთან ერთობლივი მონიტორინგის შედეგად ქვემო ქართლში, მცხეთა - მთიანეთში, აჭარის რეგინებში თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტზე 7 პირი 3000 ლარით დააჯარიმა და იზულებითი კარანტინში გადაიყვანა - წერს შსს.

"გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
" - წერია შსს განცხადებაში




მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ კარანტინზე 23 მარტს გადავიდა. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულელ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.

ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები