გარდაცვლილ ქალს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად- ტურძელაძე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძე ტვ პირველის ეთერში დღეს, 31 მარტს გარდაცვლილ ქალის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა.

„ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა.

პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად.

აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა.
მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“,
- განაცხადა ტურძელაძე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა  დღეს 31 მარტ დილით დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-სპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

79 წლის ქალი საუნივერსიტეტ კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. გრდაცვლილი მარნეული ბოლნისი კლასტერს ექუთვნოდა. 79 წლის ქალი სოფელ ქვემო ბოლნისიდან (კაპანახჩი) იყო. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 159 -მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 344 პირი.

მათ შორის გარდაცვლილი- 1

ინფორმაციისთვის, 159 ადამიანიდან 31 გამოჯანმრთელებულია.


ყდის ფოტო: მზია საღინაძე/ რადიო თავისუფლება
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები