თბილისში ავარიის შედეგად სამი ადამინი დაიღუპა- ვიდეო

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე "ოპელის" და "ბეემვეს" მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

როგორც "ტვ პირველის" ჟურნალისტი ადგილიდან ჰყვება, "ოპელში" მსხდომი სამივე მგზავრი დაიღუპა.

მეორე მანქანის ორი მგზავრი კი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, ოპელის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს გადმოვიდა რა დროსაც, "ბეემვეს" მარკის ავტომობილს დაეჯახა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.


Print