რუსთავში "2 ნაბიჯი"-ს მაღაზია გაქურდეს
რუსთავში "2 ნაბიჯი"-ს მაღაზია გაქურდეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ქურდობის ფაქტი ლეონიძის ქუჩაზე გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით სურსათის მაღაზიაში არასრულწლოვნები შეიჭრნენ და შენობა რამდენიმე წამში დატოვეს.

მაღაზიიდან წაღებულია 10 კოლოფამდე სიგარეტი და რამდენიმე ბოთლი სასმელი.

შეგახსენებთ რომ ბოლო პერიოდში იდენტური დანაშაული 3 მაღაზიაში დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი "2 ნაბიჯი"-ს XIX მიკრორაიონის ფილიალია.

წყარო: inforustavi.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები