სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ კაცი იმსხვერპლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, შემთხვევას დედა შეესწრო. ადგილობრივები ამბობენ, რომ უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა როდესაც მამაკაცი ფრინველების დახოცვას ცდილობდა. მათივე ინფორმაციით, იარაღი მწყობრიდან იყო გამოსული და გასროლის დროს ტყვია უკან დაბრუნდა, რის შედეგადაც, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: inforustavi.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები