რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ
წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ნ.ბ.
დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ
ნ.ბ.-მ 2020 წლის 1 თებერვალს, ბოლნისის რაიონის სოფელ სამწევრისში,
ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით,
მეზობელს ფ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული
დაზიანების შედეგად ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ნ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში
დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის
სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარუდგინა და
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ
ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა
განუსაზღვრა.
წყარო: inforustavi.ge