თბილისში სროლას ქალი ემსხვერპლა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი დაიღუპა სროლის შედეგად.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გასროლილი ტყვია კორპუსის მეშვიდე სართულზე შევარდა და ქალი იმსხვერპლა.

შსს-ში ქალის გარდაცვალებას ადასტურებენ და ამბობენ,რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა/შენახვას გულისხმობს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print