წერეთელი-ქესალოს გზაზე დამცავი ჯებირის ბოძები ისევ მოიპარეს

წერეთელი-მირზოევკა-მუღანლო-ქესალოს გზის მეხუთე და მეექვსე კილომეტრზე მოწყობილი დამცავი ჯებირები ისევ მოიპარეს.



ამავე გზაზე დამცავი ჯებირების მოპარვის შემთხვევა 2017 წელსაც დაფიქსირდა. მაგისტრალური გზის განახლების შემდგომ მთელ მონაკვეთზე განათავსეს საგზაო ნიშნები, არხის მიმდებარე ტერიტორიაზე კი დამცავი ჯებირები დააყენეს. სწორედ ამ დამცავი ჯებირების ნაწილია მოპარული.



აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2015 წელს მოხდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 მილიონ 750 000 ათასი ლარი იყო.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები