ცოლზე ძალადობისა და შემაკავებელი ორდერის შეუსრულებლობის ბრალდებით კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
კერძოდ, მას ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაში ედება ბრალი.

გამოძიების ინფორმაციით, კაცმა ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარსულში ცოლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისთვის გამოსცეს მის მიმართ შემაკავებელი ორდერი.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები