რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი მძიმედ დაშავდა
რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებული მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print