თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა,
საფრანგეთის საელჩოს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადეს ჰუმინატირული დახმარების
70-მდე პაკეტი.
პაკეტების ნაწილი უკვე დაურიგდა თეთრიწყაროს რაიონში, დანარჩენი კი
გადაეცემა სოფელ სამშვილდეში, დაღეთსა და ქოსალარში მცხოვრებ ერთნიკურ
უმცირესობებს.
თითოეულ პაკეტში შედის როგორც საკვები პროდუქტი, ასევე, ჰიგიენური
საშუალებები.