თეთრიწყაროელი ახალგაზრდები პრობლემებთან გასამკლავებლად მუშაობენ
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა, საფრანგეთის საელჩოს, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადეს ჰუმინატირული დახმარების 70-მდე პაკეტი.





პაკეტების ნაწილი უკვე დაურიგდა თეთრიწყაროს რაიონში, დანარჩენი კი გადაეცემა სოფელ სამშვილდეში, დაღეთსა და ქოსალარში მცხოვრებ ერთნიკურ უმცირესობებს.



თითოეულ პაკეტში შედის როგორც საკვები პროდუქტი, ასევე, ჰიგიენური საშუალებები.



ავტორი: თამუნა ბალაიანი
Print