სავარაუდო ძალადობის ფაქტი რუსთავში
როგორც დაზარალებულის მეგობარი "ინფო რუსთავს" უყვება, ერთ-ერთ მიკრორაიონში 20 წლამდე გოგონამ 30 წლის მამაკაცს მისი კუთნილი ნივთი დაბრუნების მიზნით სცხოვრებელ ბინაში მიუტანა.

შეხვედრის დროს მამაკაცმა გოგონა ბინაში ძალით შეიყვანა და სურვილი ჰქონდა მასთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა. მცირე კამათის შემდეგ გოგონამ მამაკაცის ბინიდან თავი დააღწია და აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი ადგილზე, მისივე საცხოვრებელ ბინაში დააკავა.

დაკავებულს სასამართლო პროცესი უკვე ჰქონდა და მას ბრალი წარუდგინეს. მამაკაცს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები