საზოგადოება
თეთრიწყაროს ომის ვეტერანები- მათ ისტორიებს შვილიშვილები ყვებიან
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ორი გმირი ცხოვრობს

„ტკაც...გადააგდეს, ჩავარდება ადამიანი... ტყვიამ ჟუილით გაიარა გვერდზე...
ვიძახდი, ოღონდ წყალში არ მოვკვდე, ხმელეთზე მოვკვდე. ლაპ-ლაპი რომ გასდიოდა წყალს, იმის მეშინოდა“, - გვიყვება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, არმენ დავითაშვილი, რომელსაც წყლის ეშინოდა, ტყვიების აღარ…

როგორც მთელი საქართველოდან, თეთწირყაროდანაც იყვნენ წასულები სამშობლოს დასაცავად. ბევრი ვეღარ დაბრუნდა, დაბრუნებულთაგან კი მხოლოდ ორია დღეს ჩვენ გვერდით. დანარჩენები მოგონებებში ცოცხლობდნენ.

დავითაშვილი არმენი 96 წლისაა (28.12.1924), ის 1942 წელს წაიყვანეს ქერჩში.  დღეს მისი ჯამრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, ვერ საუბრობს. თუმცა შვილიშვილი რამდენიმე წლის წინ მასთან ინტერვიუ ჩაწერა და ბავშვობიდან ბაბუის მოყოლილ ისტორებს ინახავს.



17 წლის იყო რომ წავიდა. კოდიდან სამი კაცი სჭირდებოდათ და პირადობაში დაბადების თარიღი გადაუკეთეს, 1923 ჩაუწერეს წასაყვანად. სინამდვილეში 1924 წელსაა დაბადებული“ - გვიყვება მისი შვილიშვილი, ამირანი.

ვეტერანი იბრძოდა ომის დასრულებამდე. შემდეგ სავალდებულო ჯარი მოახდევინეს და სახლში 1947 წელს დაბრუნდა.

ქერჩის ფილმს რომ ვუყურე ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მისი მონაყოლით არის გადაღებული. გერმანელი რომ დაიჭირეს ტყვედ მაგ მომენტს ჰყვება, გერმანელი ისე ეცოდებოდა... გაგვიშინაურდაო, კონტაქტში შემოვიდაო.
დეკემბერი რომ მოდიოდა ხოლმე, ღუმელთან იჯდა და მაინც სციოდა. ფანჯრიდან იხედებოდა და ყვებოდა "დეკემბერში ქერჩში კიდევ უფრო ყინავს. ადამიანი ძაღლია მაგ ყინვას რადგანაც უძლებს. თოვლში ვიწექით და ზოგს რომ ჩაეძინებოდა ვეღარ იღვიძებდა...
"

იმ პერიოდში დაოჯახებული არ იყო, დედ-მამასთან და ძმებთან ერთად ცხოვრობდა. თავად ომში არ დაშავებულა, თუმცა დაკარგა ძმა. ახლა ის სოფელ მუხათში ცხოვრობს.

„ერთი ისტორია მახსოვს განსაკუთრებულად. გაცილებისას, დიდმა ბებიამ (პაპაჩემის დედამ, მართა ერქვა) უთხრა: "შვილო, შენზე არ ვნერვიოლობ, შენს ძმაზე უფრო ვნერვიულობ (ომშია დაკარგულ შაქროზეა საუბარი). წუხელ სიზმარი ვნახე, თეთრ ცხენზე ამხედრებული წმ გიორგი გამომეცხადა და ასე თქვა, შაქარი გამომატანაო შენთან შაქრომ. მეც ვიცი, იქიდან უვნებელი ჩამოხვალ შენ."

პაპაც ჰყვება "სულ დედაჩემი მახსენდებოდა და ერთხელაც არ მომხვედრია ტყვია".

ერთ დღეს ამირანთან მეგობრები შეკრებილან და ერთ-ერთმა თქვა, მოდი, ჩავწეროთო არმენის მონაყოლი - დაგვრჩება მაინცო. და ჩაწერეს ერთ საათიანი ვიდეო, სადაც ვეტერანი თავის მოგონებებს გვიზიარებს. ვიდეო სამი წლის წინ გადაიღეს. სამწუხაროდ, დღეს მოხუცებული ვეტერანი ვეღარ საუბრობს და მისი ისტორიაც ასეთ სახით შემოგვენახა



„იმდენი მედალი აქვს, ვიკეთებდი და დავრბოდი. მაგით ვთამაშობდი. პატარები რომ ვიყავით კოდაზე ჩავყვებოდით ხოლმე მემორიალზე.
რამდენიმე წლის წინ ვეხუმრებოდი, ჩავაბაროთ და გავმდიდრდებით-მეთქი, არაფრით თანხმდებოდა. ყველა ახსოვს სად მისცეს, რა ვითარებაში. ყოველი მედლით ამაყობს. მხოლოდ დიდების ორდენი აქვს დაკარგული ან მოპარეს
“.


„ფულს კი სჩუქნიან, მაგრამ ეგ არ უხარია. ყურადღება უხარია ძალიან! მარგველაშვილიმა წერილი რომ გამოუგზავნა, ის ჩარჩოში აქვს ჩადებული და კედელზე აქვს ჩამოკიდებული. სტუმარი რომ მოდის მის სანახავად ისე უხარია ხოლმე...“, - ამბობს ამირანი პაპამისის შესახებ.

ასევე, სოფელ მუხათში ცხოვრობს ვასილ გიგოლაშვილიც, ჩვენი მეორე გმირი. ის 1924 წლის 27 მარტს დაიბადა. სმენაც დაუქვეითდა, რის გამოც , ვერ ესაუბრებიან და თავის ამბებსაც ვერ გვიზიარებს. ამიტომ, მხოლოდ ის ვიცით, რომ ომში მამა დაეღუპა. იმ დროს ცოლ-შვილი ჯერ არ ჰყავდა. „ბებიამ იცოდა მისი ამბები, მაგრამ ის გარდაცვლილია“, - გვიზიარებს ბატონი ვასილის შვილიშვილი.


ვატერინარების უკვდავსაყოფად თეთრიწყაროს ახალგაზრდებმა მოამზადეს დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ხუთი ადგილობრივი ვეტერანი ჰყვრა საკუთარ ისტორიას. დღეს ყველა მათგანი გარდაცვლილია



ფილმები რომ ვაყურებინე მეორე მსოფლიო ომზე. თქვა: " კაი რა, გამაკვირვებს ეგ?! მაგაზე უარესი მაქვს გადატანილი" - გვიყვება ამირანი, არმენის შვილიშვილი.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია