სიახლე
მედიასაშუალებების აქცია ფეისბუკზე აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად
„სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს“ - მსგავსი წარწერა ქავერის ფოტოდ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად არაერთმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა.

ამ ფორმით მედიასაშუალებები მხარდაჭერას უცხადებენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომელთა გათავისუფლება, ან საინფორმაციო სამსახურიდან გაშვება, ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ თანამდებობის დაკავებისთანავე დაიწყო. სამსახურიდან გათავისუფლეული ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ისინი იდევნებიან თავისუფალი, მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო.

სოლიდარობის კამპანიის ინიციატორია კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის"



აქციას შეუერთდა ნეტგაზეთი, ბათუმელები, On.ge, ინდიგო, ლაივპრესი, პუბლიკა, სამხრეთის კარიბჭე, რადიო ჰერეთი, პალიტრა ვიდეო, რადიო მარნეული და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს, 11 მაისს, აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი, ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი გაუშვეს. როგორც მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი 21 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსი გახდა, რომლითაც მან თავის კოლეგას, თეონა თურმანიძეს მხარი დაუჭირა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია