შსს-მ “კანონიერი ქურდობის” ბრალდებით წალენჯიხაში ერთი პირი დააკავა
13:06 / 13.05.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წალენჯიხაში პოლიციამ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “კანონიერი ქურდი” დააკავა.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი
ქურდი რ.უ. – მეტსახელად “რეზიკო ჯვარსკი”.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან
სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა:
“გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს
ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის
გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი
უწყებების მიერ” – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე
პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე
ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.