შსს-მ “კანონიერი ქურდობის” ბრალდებით წალენჯიხაში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წალენჯიხაში პოლიციამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “კანონიერი ქურდი” დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად “რეზიკო ჯვარსკი”.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან
სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა:

“გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ” – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



წყარო: ნეთგაზეთი
Print