ნავთობპროდუქტების ყალბი დოკუმენტებით განბაჟების საქმეში 4 პირს ბრალი წარედგინათ
ნავთობპროდუქტების ყალბი დოკუმენტებით განბაჟების საქმეში პროკურატურამ 3 სამეწარმეო სუბიექტის 4 ხელმძღვანელ პირს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები რამდენიმე მილიონიანი ყალბი საგადასახადო აქტივების მქონე სუბიექტს შეუთანხმდნენ და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტები დაამზადეს. უწყების განცხადებით, იმპორტირებული ნავთობპროდუქტები ყალბი საგადასახადო აქტივებით განბაჟეს, რის გამოც სახელმწიფოს 3 558 799 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა.

აღნიშნულ პირებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე და 210-ე მუხლებით წარედგინა, რაც გულისხმობს ქონებრივ დაზიანებას მოტყუებით და ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენებაა.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები