შსს ,,ქურდული სამყაროს" წევრების დაკავების კადრებს ავრცელებს - VIDEO
თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული კომპიუტერული ტექნიკა, ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია 16 000 დოლარი და 3 ძვირადღირებული მანქანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, 223-ე პრიმა, 126-ე, 223-მე-3 პრიმა და 223- მე-4 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს.



წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები