ხულდარაში 25 წლის ბიჭმა თანასოფლელი გაძარცვა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში 25 წლის ბიჭმა მისივე თანასოფლელს, 77 წლის კაცს, მის საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 1 600 ლარი გასტაცა და ადგილიდან მიიმალა.

საქართველოს პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციი მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, 1995 წელს დაბადებული ა.ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო.

შსს-ს განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები