სიახლე
კომპანიის ხელმძღვანელი ყალბ "პერსილსა" და "არიელს" ჰყიდდა — საგამოძიებო სამსახური
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების საქმეზე აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს თურქეთიდან შემოჰქონდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილი და საქონლის რეალიზაციის გაადვილების მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საამქროში აფასოვებდა. უწყების მტკიცებით, იგი ამ პროდუქტს ჰყიდდა ბრენდირებული სარეცხი საშუალებების —"პერსილისა" და "არიელის" სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 10 კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული 1 386 ერთეული, "პერსილისა" და "არიელის" სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები. ამ კატეგორიის დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია