სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, სიღარიბის
აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 19.5% იმყოფება, რაც
2004 წლიდან ხელმისაწვდომი აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის
მინიმალური მნიშვნელობაა.
კერძოდ, გასული წლის მონაცემებით, სოფლად მოსახლეობის 23.7% ცხოვრობს
სიღარიბის ზღვარს ქვევით, ქალაქში კი - 16.4%.
ცნობისთვის, 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% ცხოვრობდა
სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით.