ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 6 წლის ბავშვი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
არსებული ინფორმაციით, ბავშვი დილის საათებში სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაშობდა, მას შემდეგ, რაც ის ოჯახის წევრებმა ვერ იპოვეს, სამართალდამცავებს მიმართეს. სავარაუდოდ, ბავშვს მდინარის პირას ფეხი დაუცურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print