1-5 ივნისს საქართველოში ხანმოკლე წვიმა, თუმცა მის ფონზე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი
1-5 ივნისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 3 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან და 4 ივნისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print