კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისელი დღეს დაკრძალეს

ორ ივნისს კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცლილი ბოლნისის სოფელ მუშევანში (დელლერში) ცხოვრობდა.

მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა და თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში განაგრძო მკურნალობა.

გარდაცვლილი დღეს, სამ ივნისს, დაკრძალეს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ მუშევანის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, რომ გარდაცვლილი ბრონქიტით იყო დაავადებული.

„საფლავი მზადაა. ალბათ, სახელმწიფო მოვა და თვითონ დაასაფლავებენ. ახლა ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. იქ არ ვარ, შეკრება არ შეიძლება. 5-10 კაცი, ახლობლები, იქნებიან. გარდაცვლილი 75 წლისაა“ - გვითხრა სოფლის ერთ-ერთმა მოსახლეომ, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა

მისივე თქმით, კორონავირუსზე სოფლის ყველა მოსახლეს აუღეს ანალიზები და მათი პასუხები უკვე ცნობილია.

„სოფელი ყველა მხრიდან ჩაკეტილია. მკაცრი კარანტინია. ყველა თავსი სახლშია. ანალიზი ჩავაბარეთ და პასუხიც მივიღეთ. არაფერი არაა, ველოდბეით გზის გაიხსნას. ვისაც აღმოჩნდა ვირუსი წაიყვანეს ის და ოჯახის წევრებიც. როგორც ვიცი, სოფელში 50-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა“ - ამბობს მაცხოვრებელი

აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოში კორონავირუსის 800 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 640 გამოჯანმრთელდა. 13 კი გარდაიცვალა.

 

Print